понедельник, 21 сентября 2015 г.

ქართველთა ანთროპოლოგიური დახასიათება

   ქართველების ანთროპოლოგიურ შესწავლას დასაბამი დაედო XIX საუკუნის 70იან წლებში, როდესაც სამხედრო გზის გაფართოებასთან დაკავშირებით მცხეთის მახლობლად წარმოებული მიწის სამუშაოების დროს შემთხვევით აღმოაჩინეს სამარეული ქვაყუთები. „კავკასიის არქეოლოგიის მოყვარულთა საზოგადოებამ წარგზავნა არქეოლოგიმოყვარული ფრიდრიხ ბაიერნი. მან ექიმ სპეცურას დახმარებით შეისწავლა სამთავროს სამაროვნიდან მოპოვებული რამდენიმე თავის ქალა და თავისი დაკვირვებები გამოაქვეყნა. აქედან დაედო დასაბამი კრანიოლოგიურ კოლექციას საქართველოდან. ამ წლიდან მოყოლებული, ქვეყნდებოდა ნაშრომები თანამედროვე და პალეომოსახლეობის ანთროპომეტრიული მონაცემების შესახებ. შესწავლილი იქნა ქართველების სხვადასხვა ეთნოგრაფიული (ქართლელები, იმერლები, მეგრელები, აჭარლები, გურულები) ჯგუფები; ქართველების პიგმენტაცია და კეფალომეტრია, სვანების, აღმოსავლეთ ქართველების 2325 ასაკობრივი ჯგუფის ანთროპოლოგიური გამოკვლევის შედეგები , თბილისის გუბერნიიდან ჯარში გაწვეულების გაზომვები. ზემოთხსენებული ნაშრომების ძირითადი ნაკლი დაკვირვების მცირერიცხოვნობა, მასალის აღწერილობითი ხასიათი, მიღებული მონაცემების კონსტატაცია და ანთროპოლოგიური კვლევის მეთოდიკის არასრულფასოვნება იყო. მიუხედავად იმისა, რომ XIX სში გამოკვლეული იყო კავკასიის უმეტესი ეთნიკური თუ ეთნოგრაფიული ჯგუფები, არსებული ნაკლოვანებების გამო ვერ მოხერხდა საქართველოსა და კავკასიის ხალხთა ურთიერთკავშირების, მრავალფეროვნებისა და თავისებურებათა დადგენა. XX საუკუნის დასაწყისში შეიქმნა კავკასიის მოსახლეობის რასობრივი კლასიფიკაცია, რომლის თანახმად მსოფლიოს მოსახლეობის 41 ანთროპოლოგიური ჯგუფიდან კავკასიის ხალხში გამოიყო ქართულსპარსულაზერბაიჯანული, სომხური და ქართველური ჯგუფები. პირველი სოლიდური ნაშრომები ქართველების შესახებ ეკუთვნის ალექსანდრე ჯავახიშვილს. მან პირველმა მოიპოვა უხვი ფაქტიური აღწერილობითი და ზომითი მონაცემები ქართლელების, იმერლების, გურულების, რაჭველების, მეგრელების შესახებ. მან დაადასტურა, რომ ქართველების ეთნოგრაფიული ჯგუფები ანთროპოლოგიური ნიშნების მიხედვით დიდ მსგავსებას ამჟღავნებენ ერთმანეთთან და მათში არსებული განსხვავებანი უმნიშვნელოდ მიიჩნია. მისი აზრით, ქართველები წარმოადგენენ განსხვავებულ და დამოუკიდებელ ანთროპოლოგიურ ჯგუფს, რომელსაც ქართველური უწოდა. იგი ქართველურ ჯგუფს ორ მთავარ ტიპად ყოფდა: „ქართული ანთროპოლოგიური ჯგუფი განიცდის თვისებათა რყევას იმდენად შესამჩნევს, რომ შეიძლება ამ ჯგუფის გაყოფა ორ მთავარ ტიპად.
   ერთი ამ ტიპთაგანი გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში და განსახიერებულია სამეგრელოში, გურიაში და იმერეთში, მეორე კი – ქართლში და კახეთში. სამეგრელოსა და კახეთში ქართული ჯგუფის თვისებათა განსხვავება ნამეტანია. რაჭველები და მთიულები წარმოადგენენ შერეულ ტიპს, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში შეიცავს საშუალო თვისებებს, ზოგჯერ კი უახლოვდება უფრო ან დასავლეთის ან აღმოსავლეთის ტიპს. ალექსანდრე ჯავახიშვილმა თავის ნაშრომში, რომელიც მეგრელებს მიუძღვნა აღნიშნა ანთროპოლოგიური ნიშნების ცვალებადობა ასაკთან კავშირში, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ეთნიკური ანთროპოლოგიისათვის. კერძოდ, ასაკის ზრდასთან ერთად შეინიშნება უფრო მუქი კანის ფერი, სხეულის სიმაღლის შემცირება, თავის სიმაღლის, შუბლის, სახის სიგანის, ცხვირის უნაგირის შემცირება; ჯგუფის საშუალო სიდიდეებს უფრო შეესაბამებოდა 2635 ასაკში მყოფი მოსახლეობის მახასიათებლები, რომლებიც უფრო ზუსტად ასახავენ მათი ფიზიკური ტიპის თავისებურებას. „ღიათმიანი და ნაცრისფერთვალების მქონე ტიპის მოსახლეობის მონაწილეობა სამეგრელოსა და დასავლეთ საქართველოს დანარჩენ რეგიონებში განაპირობებს ბევრ თავისებურებებს, რომლებიც განასხვავებს აღნიშნულ პროვინციებს სხვებისაგან. ამიტომ ამ ღიათმიანი და ნაცრისფერ თვალებიანი ჯგუფის კონსტატირება და გამოყოფა მთლიანი მასისაგან, ჩვენ მივიჩნიეთ საკმაოდ მნიშვნელოვან შედეგად ჩვენი ანალიზისა. კავკასიის თანამედროვე მოსახლეობის ანთროპოლოგიური შემადგენლობის ანალიზისას იგი აღნიშნავს, რომ „საპირისპირო, განსხვავებული ნიშნების მატარებელნი კავკასიაში არიან ქართველები, აზერბაიჯანელები, რუსყაზახები და ნოღაები.
   ამით მან ხაზი გაუსვა ქართველების თავისებურებას, თუმცა ასეთი განზოგადოება არ შეეფერებოდა კავკასიაში აბორიგენული მოსახლეობის რეალურ ანთროპოლოგიურ ტიპთა განაწილების სურათს. ნიშანდობლივია ნაშრომი, სადაც ქართულ მოსახლეობაში გამოყოფილი იყო სამი ძირითადი ტიპი: ქვედარიონული, ყვირილური, ლიახვალაზნური. პირველ ტიპს მიეკუთვნება დასავლეთ საქართველოს უმეტესი ტერიტორიალური ჯგუფი, მეორეში – იმერლები, მესამეში – აღმოსავლეთ საქართველოს ბარის მოსახლეობა. ბუნაკმა აფხაზები მიაკუთვნა ქვედარიონული ტიპის ლოკალურ ვარიანტს. „დასავლეთ ამიერკავკასიის თანამედროვე ეთნიკური ტიპი წარმოდგენილია საკუთრივ კავკასიური რასით, რომელიც აღმოცენდა უფრო სამხრეთ რეგიონებში პონტოზაგროსული ტიპის მეზობლად, ხოლო შემდგომ ეპოქაში თანამედროვე საქართველოს უფრო ჩრდილო რაიონებში ჩამოყალიბდა, ნაწილობრივ კი კავკასიონის ქედის ჩრდილო კალთებზე“. რადგან ამ დროისათვის არ არსებობდა აღმოსავლეთ საქართველოს მთისა და სამხრეთ საქართველოს მოსახლეობის ანთროპოლოგიური მონაცემები, ეს შრომა და მასში მოყვანილი კლასიფიკაცია არ მოიცავს ქართველების ეთნოგრაფიული ჯგუფების მთელ სპექტრს. XX საუკუნის 50იანი წლებიდან იწყება ქართველების ანთროპოლოგიური შესწავლის ახალი ეტაპი, რომელიც უკავშირდება ა. ნათიშვილის, გ. დებეცის, მ. აბდუშელიშვილის და ვ. ალექსეევის სახელებს. საქართველოს თანამედროვე მოსახლეობა ანთროპოლოგიურად კარგადაა შესწავლილი და დადგენილია ძირითადად სამი ლოკალური ანთროპოლოგიური ტიპი, კოლხური, იბერიული და კავკასიონის. თავის მხრივ კოლხური და იბერიული ლოკალური ტიპები წარმოდგენილია ადგილობრივ ნაირსახეობათა სახით. კოლხური ტიპის დამახასიათებელი ნიშნებია: თავის საშუალო განივი დიამეტრი, ვიწრო სახე, თვალებისა და თმების ღია ფერი, ცხვირის ფუძისა და წვეტის ჰორიზონტალური ან ოდნავ ზეაწეული მდებარეობა, ცხვირის მაღალი უნაგირი და ცხვირის ზურგის მაღალი განივი პროფილი, დაბალი სახე, ზომიერად სქელი ტუჩები, თმოვანი საფარველის საშუალოზე მეტი განვითარება. ამ ტიპის ნაირსახეობას შავიზღვისპირული ვარიანტი – საქართველოს შავიზღვისპირეთშია განვითარებული. ვარიანტის ანთროპოლოგიური ნიშნებია: მკვეთრად პროფილირებული სახე, თვალის ღია ფერის მეტი პროცენტი, თვალის ნაპრალის ვიწრო ჭრილი, სწორი შუბლი, ცხვირის მაღალი უნაგირი და ოდნავ ზეაწეული წვეტი, შედარებით ვიწრო სახე, დახვეწილი ყვრიმალები, ზომიერი სისქის ქვედა ტუჩი, შედარებით ღია ფერის თმები, მცირე სიმაღლის ცხვირი, ზომიერად განვითარებული თმოვანი საფარველი, სახის მცირე მორფოლოგიური სიმაღლე, თავის ზომიერი განივი დიამეტრი და საშუალო ოდენობის ზედა ქუთუთოს ნაოჭი. მორფოლოგიური ნიშნების ასეთი კომპლექსი გავრცელებულია წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და ზუგდიდის რაიონის მეგრელებში; ბათუმის, ქობულეთის, ნაწილობრივ ხულოსა და ქედის რაიონის აჭარლებში. ნიშანთა იგივე კომპლექსი ახასიათებთ გუდაუთის, ოჩამჩირისა და ნაწილობრივ გაგრის რაიონის აფხაზებს, დასავლეთ საქართველოს დანარჩენ რაიონებში გავრცელებულია დასავლეთქართული ანთროპოლოგიური ტიპი, რომელსაც ახასიათებს: სწორი შუბლი, მკვეთრად პროფილირებული სახე, ცხვირის მაღალი უნაგირი, მკვეთრად განვითარებული თმოვანი საფარველი სახესა და სხეულზე, დახვეწილი ყვრიმალები,    თვალების ჰორიზონტალური ჭრილი, ორტოქეილური ზედა ტუჩი, ღია ფერის თვალების საკმაოდ მაღალი პროცენტი, მკვეთრად გამოხატული ცხვირი, საშუალო ზომის თავის განივი დიამეტრი, მცირე ყვრიმალთაშუა დიამეტრი, ქუთუთოს ნაოჭის საშუალოზე მაღალი პროცენტი, საშუალოზე დაბალი სახის ფიზიონომიური სიმაღლე და შედარებით მოკლე ცხვირი. ნიშანთა ასეთი კომპლექსი გავრცელებულია: ბაღდათის, თერჯოლის, სამტრედიის, ზესტაფონის, ჭიათურისა და ვანის რაიონის იმერლებში. ასეთივე ნიშნები გვხვდება ზოგიერთ შავიზღვისპირულ ჯგუფებში ქედისა და ხულოს რაიონების აჭარლებში, ჩოხატაურის რაიონის გურულებში, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ ჯგუფებში – ხაშურისა და გორის რაიონის ქართლელებში. კოლხური ტიპის ორივე ვარიანტი ძალიან ახლოს დგას ერთმანეთთან, ამიტომ ისინი ერთ ტიპში არიან გაერთიანებულნი. აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობისათვის ძირითადად დამახასიათებელია: მკვეთრად პროფილირებული სახე, ოდნავ დაწეული ცხვირის ფუძე და წვეტი, მცირე სიმაღლის ცხვირი, თმოვანი საფარის უხვი განვითარება, ფართო შუბლი, საშუალო სიგანის თვალის ჭრილი, თხელი ზედა ტუჩი, ზედა ქუთუთოს ნაოჭის საშუალოზე მაღალი პროცენტი, საშუალო სიგანის სახე, ზომიერად მუქი თმის ფერი. ნიშანთა ეს კომპლექსი გავრცელებულია თეთრიწყაროს, საგარეჯოს, სიღნაღის, ყვარელის, წილელწყაროს, ხაშურის, გორის, კასპის, თელავისა და გურჯაანის რაიონებში. ამ ტიპის ლოკალიზაცია მოიცავს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიას, ამიტომ ამ ტიპს აღმოსავლურქართული ვარიანტი ეწოდება. ნიშანთა გარკვეული კომპლექსით ხასიათდება აგრეთვე საქართველოს სამხრეთ რაიონებში მცხოვრები ჯგუფები. ეს ნიშნებია: თმისა და წვერის უხვი განვითარება, დახვეწილი ყვრიმალები, მკვეთრად პროფილირებული სახე, სწორი შუბლი, ცხვირის მაღალი უნაგირი, ძირითადად ორტოქეილური ზედა ტუჩი, ფართო შუბლი, ხრტილოვან ნაწილში გამოდრეკილი ცხვირის ზურგი, დაშვებული ცხვირის წვეტი, დაბალი სახე და დაბალი ტანი. ნიშანთა ასეთი კომპლექსი ძირითადად გვხვდება მესხებში, ბოლნისის და ბორჯომის ქართლელებში, ბათუმის რაიონის სოფ. სარფში მცხოვრებ ჯგუფებს შორის. ამ ტიპს სამხრეთქართული ვარიანტი ეწოდება. აღმოსავლეთქართული და სამხრეთქართული ვარიანტები ანთროპოლოგიურად ძალიან ახლოს დგას ერთმანეთთან, რაც მათი ერთ ტიპში გაერთიანების მორფოლოგიური საფუძველია. საქართველოს მაღალ მთიანეთის ეთნოგრაფიული ჯგუფები ზემოთ მოხსენებული ტიპებისაგან განსხვავებული ნიშანთა კომპლექსით ხასიათდება.
   მათ ახასიათებთ: ფართო სახე, განიერი ქვედა ყბა, მაღალი სახე, დიდი თავის ქალას მაჩვენებელი, ფართო შუბლი, ოდნავ დაშვებული ცხვირის წვეტი, ღია ფერის თვალების საშუალო პროცენტი, მაღალი ტანი, მაღალი ცხვირი, მედიალურ სიბრტყეში ოდნავ დაქანებული თვალის ჭრილი და საშუალო ან მაღალი ცხვირის უნაგირი. ქართული ჯგუფებიდან ნიშანთა ასეთი კომპლექსი ახასიათებთ: ფშაველებს, თუშებს, მოხევეებს, ხევსურებს, მთიულებს, გუდამაყრელებს, მთის რაჭველებს, სვანებს, თიანეთის რაიონის კახებს. როგორც აღვნიშნეთ, აღწერილი ტიპი ძირითადად გავრცელებულია მაღალმთიან რაიონებში და კავკასიონის ქედზე მცხოვრებ მოსახლეობაში, ამიტომაც მას კავკასიონის ტიპი უწოდეს. კავკასიონის ტიპი პირველად 1953 წელს იქნა გამოყოფილი ხევსურების შესწავლის საფუძველზე. მასში გარდა ქართველებისა გაერთიანებულია დაღესტანის მაღალმთიანეთის მთელი რიგი ჯგუფები. კავკასიონის ტიპი მეტად თავისებურია, „მსგავსი ფორმები არსად გვევლინება არამცთუ კავკასიის, არამედ უფრო ფართო არეალზედაც კი. ის ფაქტი, რომ მის შემადგენლობაში შედის სულ სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ჯგუფები მეტყველებს, რომ „კავკასიონის ტიპის ჩამოყალიბება წინ უსწრებდა ამ ეთნიკური ჯგუფების ჩამოყალიბებას, რაც თავის მხრივ ამ ვარიანტის არქაულობის მაჩვენებელი უნდა იყოს. დებეცმაც მას „ყველაზე უფრო კავკასიური, კავკასიურ ვარიანტთა შორის უწოდა. ამრიგად საქართველოს თანამედროვე მოსახლეობაში გამოყოფილია ძირითადად სამი ტიპი: კოლხური, იბერიული და კავკასიონის, რომლებიც ხუთი ლოკალური ნაირსახეობითაა წარმოდგენილი. სამივე ლოკალური ტიპი შედის წინააზიური რასის შემადგენლობაში, რომელშიც მათ გარდა შედიან: ასირიული და პონტოზაგროსული (ბუნაკის მიხედვით) ანუ არმენოიდული ტიპებიც. თავის მხრივ საერთო წინააზიური რასა, ინდოპამირულ და ხმელთაშუაბალკანურ რასებთან ერთად, ქმნიან დიდი ევროპეოიდული რასის სამხრეთევროპეიდულ ანუ ინდოხმელთაშუაზღვისპირულ შტოს. ეს ფაქტი ცხადჰყოფს, რომ კავკასიის აბორიგენული, უძველესი და თანამედროვე მოსახლეობა შედის რასობრივ კატეგორიაში, რომელიც ცნობილია ინდოხმელთაშუაზღვისპირული რასის სახელწოდებით. ქართველებს და კავკასიის მოსახლეობას უშუალო კავშირი აქვთ ევრაზიული დიდი რასის გენეზისთან. მთლიანად კავკასიის აბორიგენული მოსახლეობა განეკუთვნება ინდოხმელთაშუაზღვისპირულ რასას, რომლის გავრცელების არეალი მოიცავს ტერიტორიას 44ე და მე20 პარალელებს შორის ინდოეთიდან – ატლანტის ოკეანემდე. ამ რასის სამივე ძირითადი განშტოება ადგილობრივი ტიპების სახით წარმოდგენილია საქართველოსა და კავკასიის მოსახლეობაში. ინდოპამირული შტო წარმოდგენილია დასავლურკავკასიური ტიპით (აღმოსავლეთ აზერბაიჯანის და აღმოსავლეთ დაღესტანის მოსახლეობა), ხმელთაშუაბალკანური – პონტურით (ჩრდილო კავკასიის მოსახლეობა: ადიღელები, ჩერქეზები, აბაზები), ხოლო წინააზიური (საქართველოს, სომხეთის, ჩეჩნეთინგუშეთის, ჩრდილო ოსეთის, დასავლეთ დაღესტანისა და დასავლეთ აზერბაიჯანის) კავკასიის თანადროულ მოსახლეობაში მეტად გავრცელებულ ფორმას წარმოადგენს. კავკასია ერთადერთი რეგიონია მთელ მსოფლიოში, სადაც თავმოყრილია სამხრეთევროპეოიდული რასის სამივე ძირითადი შტო. და რაც მნიშვნელოვანია.
   კავკასიური ლოკალური ტიპები, მიუხედავად მათი მკვეთრი დიფერენციაციისა, მაინც გაცილებით უფრო ნაკლებ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, ვიდრე იმავე – სამხრეთევროპეოიდული რასის ძირითადი განშტოების ტერიტორიულად უფრო მეტად დაშორებული წარმომადგენლები. ყოველივე ეს კი სამხრეთევროპეოიდული ანუ ინდოხმელთაშუაზღვისპირული რასის კავკასიური ერთიანობის მაჩვენებელია. კავკასიურ მოდგმაზე წერდა ჯერ კიდევ ა. ჯავახიშვილი. საქართველოს უძველესი ხანის ანთროპოლოგიურმა შესწავლამ აჩვენა მისი მოსახლეობის ფიზიკური ტიპის თავისებურებანი და ცვალებადობის მიმართულება. უძველესი დოლიქოკრანული და ვიწროსახიანი სამხრეთევროპეოიდული რასის წინააზიური ფორმები ადრიდანვე არსებობდა ისტორიული საქართველოს ტერიტორიაზე და ეს მოსახლეობა იმთავითვე განიცდიდა ცვლილებებს (ტრანსფორმაციას). ანთროპოლოგიური ტიპების ტრანსფორმაცია სხვადასხვა ჯგუფებთან შეხებისას, ბუნებრივ გეოგრაფიული თუ კულტურულეკონომიკური და სოციალური პირობებიდან გამომდინარე, სხვადასხვა ხასიათს ღებულობდა. ამ პროცესის შედეგია საქართველოს თანამედროვე მოსახლეობაში ერთმანეთისაგან მეტნაკლებად განსხვავებული ვარიანტების ჩამოყალიბება. ამ ვარიანტებს, მიუხედავად რეგიონალური ნაირსახეობისა, წარმოშობის ერთიანობით განპირობებული მსგავსება ახასიათებთ. ეს სრულიადაც არ ნიშნავს, რომ ქართველები შორეული ხანიდან მოყოლებული იზოლირებულად ცხოვრობდნენ. იგივე ტრანსფორმაციის პროცესები მიმდინარეობდა კავკასიაში, წინა აზიაში, ამიტომ პარალელები და უძველესი სერიების მორფოლოგიური მსგავსება უდაოდ იმის ნიშანია, რომ ამ დიდ ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავდა სამხრეთ კავკასიას, წინა აზიასა და ჩრდილო ინდოეთს, არსებობდა „ანთროპოლოგიური ფენა და საქართველოს უძველესი მოსახლეობა ამ ფენის ორგანულ ნაწილს წარმოადგენდა. ბრინჯაოს ხანიდან მოყოლებული, ადრეფეოდალური ხანის ჩათვლით, საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებული კრანიოლოგიური მასალის შედარებითი განხილვისას ვლინდება, რომ „საქართველოს ტერიტორია არასდროს ყოფილა დიდი რასების კონტაქტის ზონა. უძველესი დროიდან მასზედ მოსახლეობდნენ ანთროპოლოგიური ტიპები, რომლებიც არ გადიოდნენ წინააზიური ფორმების ბუნებრივი ვარიაციების ფარლებიდან. ცალკეული ტიპებისა და ნიშნების ცვლას საზოგადოდ თანდათანობითი გადასვლის ხასიათი ჰქონდა, რაც გამორიცხავს საქართველოს ტერიტორიაზე ადგილობრივი ანთროპოლოგიური ტიპებისაგან განსხვავებულ უცხო ელემენტების საგრძნობი მასის გადმოსახლების შესაძლებობას დროის საკვლევ პერიოდში. ფართოსახიანი, ბრაქიკრანული, მასიური ტიპის მქონე მოსახლეობის უძველესი წარმომადგენლები ბრინჯაოს ხანიდან მოსახლეობდნენ კავკასიის მთიანეთში. კავკასიის მოსახლეობაში ასევე ბრინჯაოს ხანიდან ორი ერთმანეთისაგან განსხვავებული ანთროპოლოგიური ტიპი არსებობდა. ეს მეორე ტიპიც ევროპეოიდული იყო, მხოლოდ მასიური, ზოგიერთი პროტოევროპეოიდული ნიშნებით. ქართველების ანთროპოლოგიური შესწავლისას არავის ებადება ეჭვი, რომ ქართველები ტიპიური ევროპეოიდები არიან და მეტიც. ქართველების თავის ქალას შესწავლამ მისცა საფუძველი ბლიუმენბახს ევროპეოიდული რასისათვის კავკასიური რასა ეწოდებინა, რაც დღემდე მიღებულია მსოფლიოში. ხოლო ყვრიმალთაშორის დიამეტრის აბსოლუტური მონაცემები თანამედროვე ქართველებში (რაც შემდგომ კრანიოლოგიურადაც დადასტურდა XVII-XVIII სს. ხევსურულ სერიაში) აღემატება ზოიერთ აღმოსავლეთ ციმბირის მონღოლოიდების სახის სიგანესაც კი. ასეთი განიერი სახე ქართველებში, და არა მარტო ქრთველებში, არამედ კავკასიის აბორიგენულ მოსახლეობაში განიხილება, როგორც ეპოქალური ტრანსფორმაციის შედეგი. ეპოქალური ტრანსფორმაცია ცნობილი ფაქტია, მაგრამ საქართველოსა და კავკასიაში საწინააღმდეგო ხასიათს ატარებს. თავის ქალას მაჩვენებლის ზრდასთან ერთად (რომელსაც მთელს მსოფლიოში ჰქონდა ადგილი), ყვრიმალთაშორისი დიამეტრის ანუ სახის სიგანის მომატება (თანაც მნიშვნელოვანი) აღინიშნება. იმის დასადასტურებლად, რომ ეს პროცესი ისტორიული მონაკვეთის დიდი პერიოდის განმავლობაში ხდებოდა, იყო გამოთვლილი საქართველოს მოსახლეობის სახის სიგანე. ძვ. წ. II და I ათასწლეულებში და ახ. წ. I და II ათასწლეულებში, მიღებული იქნა სურათი თანდათანობითი ზრდისა. სამთავროს სამაროვნის შესწავლისას (გვიანბრინჯაო, გარდამავალი ეპოქა ბრინჯაოდან რკინაზე და საკუთრივ რკინის ეპროქა) გამოყოფილი იყო „სამთავროს პირველი და „სამთავროს მეორე ვარიანტი. ამ მეორე ვარიანტს ევროაფრიკანული, ანუ პროტოევროპეოიდული ეწოდა. პირველი ვარიანტი უფრო ნაადრევი, ბრინჯაოსა და რკინაზე გარდამავალ პერიოდს მიეკუთვნებოდა და ხმელთაშუაზღვისპირული ანთროპოლოგიური ტიპისათვის დამახასიათებელი ნიშნებით ხასიათდებოდა.
   ამ ტიპს არ ჰქონდა შენარჩუნებული პროტოევროპეოიდული ნიშნები. შემდგომ ევროაფრიკანული ტიპების მაგვარი მონაწილეობა ქართველთა ფიზიკური ტიპის ჩამოყალიბებაში იყო უარყოფილი. სავსებით შესაძლოა, რომ ქარველების ანთროპოლოგიური ტიპის ჩამოყალიბებაში განსხვავებულ ტიპებს მიეღოთ მონაწილეობა. საქმე ამ ტიპების რაოდენობრივ მხარესა და მორფოლოგიური კომპლექსების შეფარდებას ეხება ყოველ სერიაში, ტერიტორიასა და ეპოქაში. თანამედროვე მოსახლეობა გამოირჩევა გენეტიკური სისტემების მნიშვნელოვანი პოლიმორფიზმით . უმეტეს მათგანში ვლინდება ის ძველი საერთო სუბსტრატი რომელიც საკმაოდ კარგადაა ცნობილი ბრინჯაოს ეპოქიდან მაინც. გენეტიკური, სტაბილური ნიშნები, ისევ დაგვაკავშირებს უძველეს მოსახლეობასთან და მოგვცემს ჩვენს გენომში შემონახულ, დაფარულ, მაგრამ გამოვლინებად ინფორმაციას თუ რანი ვიყავით და რანი ვართ. ცხადია, რომ დღევანდელი სახით ქართველების ფიზიკური ტიპის ჩამოყალიბების ხანგრძლივ პროცესში ადგილი ჰქონდა მათ შეხებას სხვა ტომების წარმომადგენლებთან, აგრეთვე შიდა გადაადგილებებს, ინფილტრაციებს, რომლის შედეგია დღევანდელი ქართველების ანთროპოლოგიური ნაირსახეობა და გარდამავალი ტიპების არსებობა, მაგრამ მათ, როგორც სჩანს, დიდი გავლენა არ მოუხდენია ქართველთა ფიზიკური ტიპის ჩამოყალიბებაში. ამის დასტურია თანამედროვე მოსახლეობის ანთროპოლოგიური ნიშნების განაწილება განსახლების მთელ ტერიტორიაზე, რაც ცხადჰყოფს, რომ საქართველოს ტერიტორია არასდროს ყოფილა დიდი რასების კონტაქტის ზონა. საგრძნობი რომ ყოფილიყო შერევა მონგოლოიდური თუ ნეგროიდული რასის წარმომადგენლებთან, ქართველების ფიზიკურ ტიპს მნიშვნელოვნად შეცვლიდა, რადგან ნეგროიდული და მონგოლოიდური ნიშნები დომინირებენ ევროპეოიდული ნიშნების მემკვიდრეობითობაზე. მონგოლოიდებთან მეტისაციის შედეგად ქართველებში გაჩნდებოდა ეპიკანთუსი (კანის ნაოჭი ზედა ქუთუთოზე, რომელიც ფარავს საცრემლე ბორცვს თვალის შიგნითა უპეში), თვალების ვიწრო ჭრილი, ცხვირის უნაგირი დაბალი, ცხვირის ზურგი ჩაღუნული, თმოვანი საფარველის ძალიან სუსტი ზრდა მკერდსა და წვერზე, ძალიან შავი და უხეში თმების მაღალი პროცენტი, კანის ფერი უფრო მუქი, სუსტად პროფილირებული სახე და ა. შ., ხოლო ნეგროიდული რასის წარმომადგენლებთან შერევით ქართველთა იერი შეიცვლებოდა ძალიან შავი, ხვეული თმებით, განიერი და ბრტყელი ცხვირით, ძალიან მუქი თვალების ფერით, სქელი ტუჩებით და ა. შ. ევროპეოიდული ნიშნები ქართველებში მკვეთრად არის გამოხატული (კანის ფერი ღია, თმის ფორმა სწორი ან ტალღოვანი, თმების ფერი მუქი, თვალების ფერი ძირითადად მუქი, შერეული ფერის თვალების საკმაო რაოდენობა, მათ შორის ღიაც, წვერის ზრდა ძალიან ძლიერი, ცხვირის უნაგირი მაღალი, ცხვირის წარზიდულობა ძლიერი, ნესტოების მდებარეობა საგიტალური, ზედა ქუჩის პროფილი ორთოხეილური, თვალის ჭრილი ძალიან დიდი, ცხვირს ზურგი გამოდრეკილი ან სწორი, ცხვირის წვეტი და ხრტილოვანი ნაწილი დაქანებული ან სწორი, თხელი ტუჩები). მხოლოდ ერთ შემთხვევაში (ვგულისხმობთ ცხვირის სიგანეს) ეს ნიშანი თითქოსდა გამოდის 3437 მმ ევროპეოიდების ვარირების ფარგლებიდან 3431, მაგრამ ჩვენს მიერ მოყვანილი მონაცემები ჩრდილო და სამხრეთ ევროპეიდების ვარირების საშუალო ფარგლებს ასახავს, რაც უფრო მაღალია კატეგორია, მით უფრო ვიწროა ცვალებადობის დონე, ამიტომ ამ მხრივაც ქართველებისათვის დამახასიათებელი ცხვირის სიგანე მნიშვნელოვნად დაბალია მონღოლოიდებსა 3445 მმ და ნეგროიდებთან 4050 მმ შედარებით და არ გამოდის სამხრეთევროპეოიდებისათვის დამახასიათებელი ფორმებიდან. ჩამოთვლილი ყველა ეს ნიშანი ნათლად გვიჩვენებს, რომ ქართველების განიერი ყვრიმალები არ მიუთითებენ მათში მონღოლოიდური მინარევის არსებობას, რაც შეეხება თავის ფორმას, მონღოლოიდებშიც და ნეგროიდებშიც არიან როგორც დოლიქოკრანები, ასევე ბრაქიკრანული თავის ქალას მქონე ტიპები. სხვა ნიშნებით, როგორიცაა: სახის ჰორიზონტალური პროფილირება, პიგმენტაცია თუ სხვა, ქართველები უდავოდ სამხრეთ ევპროპეოიდები არიან. ქართველების პოლიმორფულობა, მაღალი გენეტიკური ცვალებადობა კარგად სჩანს დერმატოგლიფიკური თუ ზოგიერთი სეროლოგიური ნიშნების ცვალებადობის დონის მიხედვით. ნიშანდობლივია სისხლის ჯგუფების განაწილება ქართველებში. უდავოდ ევროპეოიდებისათვის დამახასიათებელი განაწილებით გამოირჩევა ღჰესუსის უარყოფითი გენი (D) ქართველებში 0,3503, AB0 სისტემის ქგენის დაბალი სიხშირე 0,0945, ასევე R გენის მაღალი და საშუალო სიხშირეები 0,6733. რაც შეეხება სისტემა Pს, მისი მიხედვით ქართველების ცვალებადობა განსაკუთრებით მაღალია. საქართველოში შეინიშნება გენის ძალიან მაღალი კონცენტრაცია P2 ბევრად მაღალია, ვიდრე სამხრეთ ევროპის ქვეყნებში, რომლებიც ამ გენის მაღალი კონცენტრაციით მნიშვნელოვნად გამოირჩევიან ჩრდილოეთ ევროპელებისაგან. ხოლო ქართველების ზოგიერთ პოპულაციებში ისეთივე მაღალი კონცენტრაცია აღინიშნება ამ გენის, როგორიც ჩინეთისა და იაპონიის მოსახლეობაში. ევროპელებზე უფრო მაღალი სიხშირით გამოირჩევა ახლო აღმოსავლეთისა და წინა აზიის მოსახლეობა, რომელიც ინდოხმელთაშუაზღვისპირული რასის სამივე განშტოების წარმომადგენლები არიან. მათგან მაღალი კონცენტრაცია აქვთ პაკისტნელებს (0.51080.6423), იემენის არაბებს (0.64670.7609), საუდის არაბეთის ბედუინებს (0.5748), ებრაელებს (0.55540.8039), ასირიელებს (0.5860), ავღანელებს (0.6107) და ა. შ. ქართველებში ამ გენის დაბალი ზღვარი ევროპაში არსებული მაქსიმალური კონცენტრაციის ტოლია, ხოლო მაღლა ზღვარი – სცილდება ევროპეოიდებისათვის დამახასიათებელ დონეს, რაც ალბად, მიუთითებს ამ სისტემის ეკოლოგიურ თუ ფიზიკურ გარემოსთან კავშირს. ისევე, როგორც ბრაქიკეფალიზაციამ (რომელიც ყველგან მიმდინარეობდა, ევროპასა თუ აზიაში) საქართველოსა და კავკასიაში მიიღო უკიდურესი ფორმა, P ფაქტორის P2 გენის გამოვლინება შეიძლება კავშირში იყოს იმავე ფაქტორთან, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბრაქიკეფალიზაციის დროს. საქართველოში ისევე, როგორც ევროპეიდების განსახლების მთელ ტერიტორიაზე, გენი მ მეტია გენ ნზე. გენთა კონცენტრაციაში განსხვავება მინიმალურია (ევროპაში), საქართველოსა და კავკასიაში დადგენილია ერთი ტიპის შეფარდება, გენი მ 1,53–ჯერ სჭარბობს ნს. MN სისტემის მიხედვით ქართველები ამჟღავნებენ ახლო მსგავსებას ირანის, ერაყის, იორდანიის მოსახლეობასთან, მაგრამ ყველაზე ახლო მსგავსება აღინიშნება დაღესტნელებთან. კანის რელიეფის ძირითადი ნიშნების განაწილება უდაოდ მეტყველებს ქართველების მაღალ გენეტიკურ ცვალებადობაზე. მიუხედავად ცალკეული ნიშნების ასეთი დიდი დიაპაზონით ვარირებისა, მთლიანობაში ქართველებში კარგად არის გამოხატული ის კომპლექსი, რომელიც მათთვის საერთოა. პირველ რიგში ეს არის თითების ქარგების მაღალი სიხშირეები, ქარგების მნიშვნელოვანი კონცენტრაცია III და IV თითთაშორის ბალიშებზე, დამატებითი ტრირადიუსების საშუალო და მაღალი კონცენტრაციები, ღერძის ტრირადიუსის Tს საშუალო რაოდენობა, ხელის გულის მთავარი ხაზი Aს მე5 ტიპის, Dს მე11, C–ს რადიალური და Bს დისტალური ტიპების მაღალი შემცველობა, რაც მათ სამხრეთ ევროპეოიდების რიგში აყენებს. პოპულაციებს შორის განსხვავება აიხსნება ამ შემთხვევაში სუფთა გენეტიკური პროცესებით, როცა პოპულაციური დონის ცვალებადობა უფრო მაღალია ეთნიკურზე. ყველაფერი ამის გათვალისწინებით ახლო კავშირები ამ მოსახლეობას აკავშირებს წინა და შუა აზიის მოსახლეობასთან და რაც ალბათ გამოვლინებაა სუბსტრატისა, რომელიც უძველესი დროიდან აკავშირებდა ამ უზარმაზარ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას. ამრიგად, ანთროპოლოგიური მონაცემების საფუძველზე დასტურდება, რომ საქართველოს უძველესი მოსახლეობა ეკუთვნოდა მედიტერანულ ანუ ხმელთაშუაზღვისპირულ ტიპს.
   საქართველოს თანამედროვე მოსახლეობა ინდოხმელთაშუაზღვისპირული, ანუ სამხრეთ ევროპეოიდული რასის წინააზიურ რასას მიეკუთვნება; უძველესი დროიდან ამ ტერიტორიაზე დასახლებული მოსახლეობა თავისი ანთროპოლოგიური იერით წინააზიური ფორმების ბუნებრივ ვარიაციების ფარგლებში ცვალებადობს; ცალკეული ნიშნების და ტიპების (დოლიქოკრანულიდან ბრაქიკრანულის მიმართულებით) ცვლას საზოგადოდ თანდათანობითი გადასვლის ხასიათი ჰქონდა; ადრებრინჯაოს დროიდან მოყოლებული, მომდევნო პერიოდების ყველა სერიები უახლოესი მორფოლოგიური მსგავსებით არიან დაკავშირებულნი. განსხვავება თავის ფორმის და სახის სიგანის მიხედვით მნიშვნელოვანი ხდება ადრეფეოდალური ხანიდან. მიუხედავად ამისა, სხვა უმნიშვნელოვანეს ნიშნებში (სახის ჰორიზონტალური პროფილირება, ცხვირის სიმაღლე და წარზიდულობა, ცხვირის სიგანე) მსგავსება უდავოა; დერმატოგლიფიკური და სეროლოგიური მასალების ანალიზი აჩვენებს საქართველოს მოსახლეობის მჭიდრო კავშირს წინააზიურ სამყაროსთან, ვინაიდან წარმოადგენს წინააზიის ჩრდილო საზღვარს და ამჯერადაც ადასტურებს იმ ძველი საერთო სუბსტრატის არსებობას, რომელიც კარგადაა ცნობილი, ყოველ შემთხვევაში ბრინჯაოს ხანიდან მაინც, უკვე ახალი გენეტიკური სისტემების მიხედვთაც; ყოველივე ზემოთ თქმული ადასტურებს, რომ ქართველების დღევანდელი სახით ჩამოყალიბება მოხდა მათი განსახლების თანამედროვე ტერიტორიაზე, შესაძლოა ეს ტერიტორია მოიცავდა უფრო სამხრეთ რეგიონსაც.

1 комментарий:

  1. ტექსტში კავკასიური ანთროპოლოგიოური ტიპი ურთიერთგამომრიცხავი ნიშნებით არის წარმოდეგენილი., რომელის მიხედვით ვერ განსაზღვრავ პერიოდების მიხედვით ზოგადა ცვალებადობას. იმერლოების, გურულები, სდა ასე შემდეგ დახასიათებას უნდა იყოს მითითებული კონკლრეტული პერიოდის დასახელება. არ შეიძლება ამ სახით მკითხველმა მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია

    ОтветитьУдалить